Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში 17 წლის წინ მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს


იაპონიაში დააკავეს 1995 წელს ტოკიოს მეტროში განხორციელებულ თავდასხმაში ბოლო ეჭვმიტანილი. სექტა ”აუმ სინრიკიოს” ყოფილი წევრი, 54 წლის კაცუია ტაკაჰასი ტოკიოს ერთ-ერთ კაფეში აიყვანეს. მას უკვე წაუყენეს ბრალდება. 17 წლის წინ ”აუმ სინრიკიოს” წევრებმა მეტროში გაზი ზარინი გაუშვეს. შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 6 ათასზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG