Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გამოცხადებისთვის ემზადებიან


ეგვიპტის მოქალაქეები კაიროს ქუჩებში არიან გასული და ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გამოცხადებას. 17 ივნისის კენჭისყრის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად აცხადებს - მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, მუჰამედ მორსიც და აჰმედ შაფიკიც, რომელიც აწ უკვე დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო. კაიროში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. შედეგის გამოცხადებას ორივე კანდიდატის ათასობით მხარდამჭერი ელის. ამ კენჭისყრამ ეგვიპტის საზოგადოება გახლიჩა - ნაწილს მუბარაქის სტილის სამხედრო მმართველობის დაბრუნების ეშინია, ნაწილი კი შიშობს, რომ მუსულმანთა საძმო პრეზიდენტის პოსტზე ისლამისტური პროგრამით მოვა.
XS
SM
MD
LG