Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარაგვაის ყოფილი პრეზიდენტი აპირებს პოსტზე დაბრუნებას


პარაგვაის ყოფილი პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო, რომელმაც თანამდებობა პარლამენტის გადაწყვეტილებით დატოვა, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ლუგომ ორშაბათს თავის მხარდამჭერებს განუცხადა. მან პარლამენტარები ”საპარლამენტო პუტჩის” ორგანიზებაში დაადანაშაულა. გუშინ პარაგვაის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფერნანდო ლუგოს სარჩელი. ის პარლამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბად იქცა ბოლოდროინდელი დაპირისპირება პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილე, უმიწოდ დარჩენილ გლეხებს შორის. შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. პარაგვაის სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო ჩაუდგა. ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ პროტესტი გამოთქვა ლუგოს თანამდებობიდან გადაყენების გამო და აცხადებს, რომ მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ არის, თავად იმპიჩმენტი კი წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
XS
SM
MD
LG