Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აღიარა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მთავარი დებულებები კონსტიტუცის შესაბამისია. კანონი, რომელსაც ბარაკ ობამამ 2010 წელს მოაწერა ხელი, და რომელიც პრეზიდენტ ობამას რეფორმების მთავარი ნაწილია, ავალდებულებს ყველა მოქალაქეს, იქონიოს საავადმყოფო დაზღვევა, ან გადაიხადოს ჯარიმა. კანონი 29014 წელს შევა ძალაში. სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბოლო ათწლეულებში, ობამას დიდი გამარჯვებაა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხუთ თვის ადრე. ბარაკ ობამამ სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებად შეაფასა: „ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონის ცხოვრებაში გატარებას და მისი გასაუმჯობესებლად ყველაფრის გაკეთებას. ერთადერთი, რასაც არ გავაკეთებთ, რის უფლებასაც ქვეყანა თავის თავს ვერ მისცემს, ესაა ორი წლის წინანდელი პოლიტიკური დაპირისპირება, ან. საქმის ძველ ვითარებაში დაბრუნება“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ რეფორმის მოწინააღმდეგეები თვლიდნენ, რომ მისი მოთხოვნები ზღუდავს ვაჭრობის თავისუფლებას, ხოლო ჯარიმის დაწესებით კონგრესი აჭარბებს უფლებამოსილებას, რადგან ერევა შტატების ეკონომიკურ საქმიანობაში.
XS
SM
MD
LG