Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა "კრისტალის" დირექტორს


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საწარმო "კრისტალის" დირექტორს ლევან დაუთაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 3 ივლისს ღამით ლილოს დასახლებაში სწორედ ”კრისტალის” კუთვნილი ავზიდან გაჟონა ქლორმა, რამაც 73 ადამიანის მოწამვლა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ლევან დაუთაშვილი ქლორის გაჟონვაში უდანაშაულოა, რადგან ავზი საწარმო "კრისტალს" არ ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი დაუთაშვილისთვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG