Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი და რუსეთი გეგმავენ ანტისაჰაერო თავდაცვის საერთო სისტემას


ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, ნურჟან მუკანოვის განცხადებით, ყაზახეთი და რუსეთი ამზადებენ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საერთო რეგიონული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას. როგორც მუკანოვმა ოთხშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, შეთანხმებას გაისად გააფორმებენ. რუს ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ გეგმის მიხედვით, ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საზღვრის გასწვრივ რუსეთის საჰაერო სივრცის დაცვაზე. ორი ქვეყნის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ერთობლივი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა ითვალისწინებს ყაზახეთისთვის რუსული წარმოების S-300 ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ასეთი შეთანხმებები რუსეთს უკვე აქვს გაფორმებული სომხეთთან და ბელორუსიასთან.
XS
SM
MD
LG