ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის როლანდ ჩიტაევის მკვლელობამ და სახელმწიფო დაცვის თანამშრომელზე ირბეგ ბეტეევზე შეიარაღებულმა თავდასხმამ საზოგადოებაში აღშფოთება, შიში და დაუცველობის გრძნობა გამოიწვია. ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიებმა თიბილოვის ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების გატარება მოსთხოვეს. მკვლელობის შემდეგ პირველი განცხადება კომუნისტებმა გააკეთეს. მათ მომხდარ დანაშაულს ხელისუფლების ღია გამოწვევა უწოდეს. მათი აზრით, პროკურატურის წარმომადგენლის მკვლელობა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა მიმართულია იქით, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში სამხრეთ ოსეთის რეპუტაცია შეილახოს და მან კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი დაიმკვიდროს. კომპარტიის წარმომადგენელი გივი გათიკოევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დანაშაულის მარტო შემსრულებლები კი არა, შემკვეთები უნდა გამოავლინონ და დააკავონ.
დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერის ალა ჯიოევას პარტია ხელისუფლებისადმი კონკრეტული რეკომენდაციებით გამოვიდა. ჯიოევას მომხრეები ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების რეფორმირებისკენ მოუწოდებენ, რადგან მკვლელობის შემსრულებლები სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იყვნენ. პარტიის წარმომადგენელი ირინა დამბეგოვა აცხადებს, რომ აუცილებელია ძალოვან უწყებებში დასაქმებული პირადი შემადგენლობის ატესტაცია ჩატარდეს და ალკოჰოლიკები, ნარკომანები და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხი სისტემიდან გაუშვან.
ეგრეთ წოდებული სახელმწიფო დაცვის სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში გაძლიერდა და განუსაზღვრელი ძალაუფლება მიენიჭა. ეს სამსახური კოკოითის პირად შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენდა, მისი თანამშრომლები კი ხშირად ხმაურიან კრიმინალურ გარჩევებში იღებდნენ მონაწილეობას, იყვნენ კორუფციაში ჩართულები და რეალურად დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებაზე სრული კონტროლი ჰქონდათ აღებული.
თვითაღიარებული რესპუბლიკის „სახალხო პარტია“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი ხელიდან არ გაუშვას, ემოციების გარეშე იმოქმედოს და გამოძიება დეტალურად ჩატარდეს. პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლების შემოწმება სასწრაფოდ დაიწყოს. პარლამენტის დეპუტატის ალექსანდრ პლიევის აზრით, ყველა იარაღის მატარებელ პირს, პირველ რიგში, ფსიქიკური და ნარკოტიკული ტესტი უნდა ჩაუტარდეს.
როგორც ოსური საზოგადოება, ისე პოლიტიკური პარტიები თიბილოვის მთავრობას მოუწოდებენ სასწრაფოდ დაიწყოს ძალოვანი უწყებების რეფორმირება. გარდა ამისა, კომუნისტები პრეზიდენტს სთხოვენ , რომ სახელმწიფო უწყებები ექს-პრეზიდენტის მომხრეებისგან გაწმინდოს. თიბილოვმა მკვლელობის გამოძიება უკვე პირად კონტროლზე აიყვანა. როდის დაიწყება ძალოვანი უწყებების რეფორმირება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ოსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ხალხში დაგროვილი იარაღი ქმნის, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ქუჩებში გამოჩნდეს.