Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადააყენეს ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის უფროსი


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ლი ენ ჰუ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხელმძღვანელ პირად ითვლებოდა ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა. თუ რითია დაავადებული 70 წლის პოლიტიკოსი და ვინ გახდება მისი მემკვიდრე, არ იუწყებიან. ლი ენ ჰუ ყველა თანამდებობიდან ერთბაშად გათავისუფლდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი მმართველი მუშათა პარტიის წევრობიდან. ლი ენ ჰუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმიას 2009 წლიდან ედგა სათავეში და ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი კიმ ჩენ ინის თანამოაზრედ ითვლებოდა. იუწყებიან, რომ 2011 წლის დეკემბერში სწორედ ლი ჰუ დაეხმარა ახალგზარდა ლიდერს არმიაზე კონტროლის დამყარებაში მამის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
XS
SM
MD
LG