Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ადასტურებს სირიის მიმართ სანქციებზე უარს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ადასტურებს მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთის მოთხოვნისადმი, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც სანქციებით დაემუქრება სირიის მმართველ რეჟიმს. ლავროვმა მოიყვანა ოპოზიციის განცხადება, რომ დამასკში „გადამწყვეტი ბრძოლა“ მიმდინარეობს და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში სანქციებით მუქარა იქნებოდა „რევოლუციური მოძრაობის“ პირდაპირი მხარდაჭერა“. ლავროვის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო ამას ვერ გააკეთებს. ლავროვის განცხადება წინ უსწრებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც სირიის კონფლიქტს ეძღვნება.
XS
SM
MD
LG