Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სოფრომაძე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პარასკევ საღამოს პარტიის წევრმა ზაზა სოფრომაძემ დატოვა პროკურატურა, სადაც მას მოწმის სტატუსით კითხავდნენ. ზაზა სოფრომაძის ცნობით, დაკითხვა მის 8 წლის წინანდელ სამსახურს, სოციალური დაზღვევის ფონდს უკავშირდებოდა. ამასთან, სოფრომაძის განმარტებით, გარდა დაკითხვაზე წაყვანის ფორმისა, მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. უფრო ადრე „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მისი წევრის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდა. სოფრომაძის თქმით, გამომძიებელი ამოწმებდა სოციალური დაზღვევის ფონდის ძველ დასკვნებს. ამ ფონდს 2004-2006 წლებში სწორედ ზაზა სოფრომაძე ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG