Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტინე ესებუამ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს აჯობა


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა ქართველმა მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ, რომელმაც პირველ წრეში დამაჯერებლად სძლია მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, ჩილელ დენის ვან ლამუნს. მეთექვსმეტედფინალში ესებუას მეტოქე იქნება სამხრეთკორეელი სუნ ჯინ ლი - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი პირად ასპარეზობაში. ძიუდოისტთა ტურნირს გამოეთიშა ავთანდილ ჭრიკიშვილი. პირველ წრეში ხორვატიის წარმომადგენელ ტომისლავ მარიანოვიჩთან გამარჯვების შემდეგ ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში წმინდად დამარცხდა ამერიკელ ტრევის სტივენსთან ორთაბრძოლაში.
XS
SM
MD
LG