Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის ოლიმპიური თამაშები თვალწარმტაცი სანახაობით დასრულდა


ლონდონის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დასრულდა თვალწარმტაცი სანახაობით, რომელშიც 4000 ადამიანი მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა: ”ეს იყო ბედნიერი და ბრწყინვალე თამაშები... ბევრი ახალგაზრდა იქნება ინსპირირებული - მისდიოს სპორტს, ან თავიანთ ოცნებებს”. ოლიმპიურ სტადიონზე ჩირაღდნის ჩაქრობამდე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური დროშა რიო დე ჟანეიროს მერს გადაეცა. სწორედ ეს ქალაქი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს 2016 წელს. ლონდონის ოლიმპიადაზე 44 მსოფლიო რეკორდი დამყარდა. მედლების რაოდენობით ლიდერია აშშ - 104 მედლით. მეორე-მესამე ადგილებზე არიან ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG