Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ღრმად შეშფოთებულია ავღანეთში მოკავშირეთა თავდასხმების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ბოლო ხანს ავღანეთში ნატოს ჯარისკაცების დახოცვის გამო მათი მოკავშირეების, ავღანეთის უშიშიროების ძალების ხელით. ობამამ თქვა, რომ ის ამ საკითხზე ავღანეთის პრეზიდენტს დაუკავშირდება. განცხადება მოჰყვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარტინ დემპსის შეხვედრას ავღანელ სამხედრო ლიდერებთან. დემპსის თქმით, ავღანელი კოლეგები შეშფოთებული არიან ვაშინგტონის მსგავსად მოკავშირეების თავდასხმების გgმო. ბოლო ორ კვირაში, 10 ჯარისკაცი, უმეტესობა აშშ-დან, იქნა მოკლული ავღანელი სამხედრობის მიერ. ნატოს ჯარი, 13 ათასი სამხედრო, ავღანეთს 2014 წელს დატოვებს. დემპსის თქმით, მოკავშირეთა თავდასხმები ჯარის გაყვანის ვადებს არ ცვლის.
XS
SM
MD
LG