Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს 16 სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით მოწყობილი საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს 16 სავარაუდო ექსტრემისტი. თავდასხმები მოეწყო ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. იერიშებამდე ერთი დღით ადრე პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა დაიბარეს ამერიკელი დიპლომატი საჰაერო დარტყმების, როგორც უკანონო ქმედების გასაპროტესტებლად. მაგრამ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ უპილოტო თვითმფრინავების ოპერაციები მნიშვნელოვანი იარაღია ექსტრემისტებთან ბრძოლაში. საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია ალ-ყაიდის, თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ბევრი წევრი.
XS
SM
MD
LG