წუხელ ყაზახეთში აფეთქებისა და სროლის შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი. ჩვენი რადიოს ყაზახური სამსახურის ცნობით, ინციდენტი მოხდა პოლიციის სადგურთან დასავლეთში მდებარე ატირაუს პროვინციის დედაქალაქში. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ყაზახმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები ჩაატარეს ამავე პროვინციაში სავარაუდო ტერორისტების - მეჩეთში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირების შესაპყრობად. წუხელ, შუაღამით აფეთქება მოხდა ატირაუში შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების ეზოში, რასაც, თვითმხილველების ცნობით, სროლა მოჰყვა. ჯერ არ გავრცელებულა ცნობა იმის შესახებ, შეძლეს თუ არა ეჭვმიტანილების დაკავება.
ყველაზე პოპულარული
1