Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

forsa-ს გამოკითხვის შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულების 65-70%


გერმანიაში დაფუძნებულ კომპანია forsa-ს მიერ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 19-25%, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 65-70%. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, forsa-მ 20-25 სექტემბერს ჩაატარა წინასაარჩევნო გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით. მან პარასკევს თბილისში, კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 18%-ით არის შემცირებული. გამოკითხვის შედეგებით ირკვევა აგრეთვე, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულთა 88%, ხოლო 80% ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშაულებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მმართველმა გუნდმა.
XS
SM
MD
LG