Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დღეს გამართავს პრესკონფერენციას


დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გამართავს პრესკონფერენციას და არჩევნების შემდგომი შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას გააკეთებს. სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევდა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს. პრესკონფერენცია 14:30 საათზე გაიმართება სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში”. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს. განცხადებას გააკეთებს ტონინო პიცულა, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, აგრეთვე ლუკა ვოლონტე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ასენ აგოვი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, მილან კაბრნოცი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი და ნიკოლაი ვულჩანოვი, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან შედგება, OSCE/ODIHR-ის 290 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩათვლით 42 ქვეყნიდან, აგრეთვე 53 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, 22 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, 14 ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და 14 ევროპარლამენტის წარმომადგენლისაგან.
XS
SM
MD
LG