Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ულოცავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას


”1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგადად პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ. ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა”, - განაცხადეს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ულოცავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას და ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს მოუწოდებენ, ერთად იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის. ეშტონის და ფიულეს ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG