სომხეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ვართან ოსკანიანს - პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.ოსკანიანს ბრალად ედება ფონდ Civilitas-ისგან და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან მიღებული მილიონნახევარი დოლარის არამიზნობრივი გამოყენება. გასულ კვირას სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ოსკანიანს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში პარლამენტარს ხუთ წლამდე პატიმრობა ელის.
ყველაზე პოპულარული
1