Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ითხოვს განმარტებას თურქეთში თვითმფრინავის დაკავების გამო


რუსეთი ანკარისაგან ითხოვს განმარტებას მას შემდეგ, რაც თურქეთში დააკავეს სირიის სამოქალაქო თვითმფრინავი მოსკოვიდან დამასკში რეისის შესრულებისას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, თურქმა ოფიციალურმა პირებმა უარი უთხრეს თურქეთში მყოფ რუს დიპლომატებს, შეხვედროდნენ თვითმფრინავში მყოფ 17 რუს მოქალაქეს. თვითმფრინავი რვა საათი იყო დაკავებული. მას ოთხშაბათს ღამით მისცეს ანკარიდან გაფრენის უფლება, ტვირთის ნაწილის ჩამორთმევის შემდეგ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩამორთმეულ ტირთში იყო სამხედრო კომუნიკაციისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა. სირიის მთავრობა „საჰაერო მეკობრეობაში“ ადანაშაულებს თურქეთს. თურქეთმა შარშან დააწესა სირიის წინააღმდეგ ემბარგო. ორ მეზობელს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ხუთი თურქი სამოქალაქო პირი შეიწირა სირიიდან გასროლილმა ჭურვებმა.
XS
SM
MD
LG