Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლო განიხილავს სარჩელს პოპვარსკვლავ მადონას წინააღმდეგ


რუსეთში სასამართლო იწყებს ამერიკელ პოპვარსკვლავ მადონას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას. აქტივისტების ჯგუფი მადონასგან ითხოვს 10 მილიონ დოლარს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც მადონამ სანქტ-პეტერბურგში აგვისტოში გამართულ კონცერტზე გამოუცხადა ჰომოსექსუალებს. შოუს მსვლელობაში, მადონამ რუსებს მოუწოდა, პატივი სცენ გეების უფლებებს და კონცერტზე მისულებს დაურიგა ვარდისფერი სამაჯურები, როგორც ჰომოსექსუალებისადმი ტოლერანტობის სიმბოლო. აქტივისტები, რომლებიც მადონას უჩივიან, აცხადებენ, რომ მომღერალმა დაარღვია ადგილობრივი კანონი მცირეწლოვანებში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
XS
SM
MD
LG