თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა დემოკრატიულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისთვის - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, რეჯეპ თაიპ ერდოანმა მიხეილ სააკაშვილს ”სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.” თურქეთის პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერსაც და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. კოალიციის ინფორმაციით, რეჯეპ თაიპ ერდოანმა და ბიძინა ივანიშვილმა ისუბრეს საქართველოსა და თურქეთის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ყველაზე პოპულარული
1