Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი მინისტრი ემხრობა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვესტერველე გამოდის მოწოდებით, რომ განახლდეს თურქეთთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ვესტერველე ამ თემას შეეხო ბერლინში თურქეთის ახალი საელჩოს გახსნაზე, რომელსაც დაესწრო თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანიც. გერმანელმა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკება, რომელიც ორი წლის წინ ჩიხში შევიდა, მომავალ წელს განახლდება. „გერმანია არის თურქეთის უმნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. გერმანიაში ცხოვრობს თურქული წარმოშობის თითქმის სამი მილიონი ადამიანი. მათი უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა. ისინი ამდიდრებენ ჩვენს კულტურას და ისინი არიან ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. ისინი ჩვენი ნაწილი არიან“, განაცხადა ვესტერველემ. მისგან განსხვავებით, გერმანიის კანცლერი მერკელი და მისი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში თურქეთის სრულუფლებიან წევრობას. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევია.
XS
SM
MD
LG