მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ
დღეს, 6 ნოემბერს, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირმა თბილისის მერიისა და საკრებულოს სახელზე მიმართვა გაავრცელა. მეტროპოლიტენში დასაქმებულების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. პროფკავშირის წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობის წინ 12-პუნქტიანი მოთხოვნა წაიკითხეს. მათი თქმით, არსებული პრობლემების შესახებ უკვე არაერთხელ უშედეგოდ მიმართეს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობას, ამჯერად კი რეაგირებას ქალაქის მმართველობისგან ითხოვენ. თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით, ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდის საშუალება არ არის, თუმცა წარმოებს მოლაპარაკება, რათა გაუმჯობესდეს მეტროპოლიტენის თანამშრომელთა სამუშაო პირობები.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"