Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მომჭირნეობის მკაცრი ზომები


საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მომჭირნეობის მკაცრ ზომებს, რაც არის პირობა ათენისათვის უცხოელი კრედიტორების მიერ დახმარების მორიგი ტრანშის მისაწოდებლად და დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. მომჭირნეობის ზომები მწვავე პროტესტს იწვევს საბერძნეთში, სადაც ოთხშაბათს ისევ გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია. პარლამენტის წინ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა მოეგერიებინა დემონსტრანტების ნაწილი, მასთან შეტაკების შემდეგ. მომჭირნეობის ახალი ზომები ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯების 13,5 მილიარდამდე ევროს დაზოვას, რასაც მოითხოვენ ათენისათვის კრედიტის მორიგი ტრანშის - 31,5 მილიარდი ევროს მიწოდებას.
XS
SM
MD
LG