Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი მინაშვილის განცხადებით, დაკავებულია შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი


საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დაკავებულია შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა. მინაშვილის განცხადებით, გუნავა ბოლო კვირანახევარია მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა და გასულ ღამითაც სახლში თავად მიიყვანა. აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ძალების სერჟანტი ალექსანდრე გორგაძეც, რომელიც დეპუტატის თქმით, ვერ აიძულეს ე.წ. სენაკის საქმეზე ჩვენება მიეცა. გუნავას და გორგაძის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG