თბილისში დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი
20 ნოემბერს, გამთენიისას თბილისის აეროპორტში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ყოფილი მინისტრი სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, საფრანგეთში მიღებული პოლიტიკური თავშესაფრის მიუხედავად, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს და ამასთან, საქართველოში მომხდარი ცვლილებების გამო სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. ოქრუაშვილი, რომელიც 2007 წლის სექტემბერში დააკავეს გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, იმავე წლის ნოემბერში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის გაზაფხულზე მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 2011 წლის ზაფხულში კი მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით (რეიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"