Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის ინფორმაციის გამო სტუდია GNS-მა მთავარ პროკურატურას მიმართა


თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მოხსენიებულნი არიან ”მაესტროს” ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და სტუდია GNS-ის ხელმძღვანელის, ნანა ლეჟავას მოადგილე. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აუდიოჩანაწერს რამიშვილმა აბსურდული უწოდა, სტუდია GNS-მა კი გამოძიების დასაწყებად მთავარ პროკურატურას მიმართა. სტუდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ GNS-ი, რომელიც გადაცემა "კვირის რეპორტაჟს" ამზადებს, არასდროს დაინტერესებულა კომპანია "ჰერმესის" საქმიანობით, ნანა ლეჟავას კი მოადგილე არასდროს ჰყოლია. სტუდია თბილისის მერიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, მერიამ უკომენტაროდ დატოვა გიგი უგულავას და მისი ახლო ნათესავების ვიზიტები ლას ვეგასში. სტუდია GNS-ი აცხადებს, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო აპირებს სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართოს.
XS
SM
MD
LG