Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონმა „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ დაუშვებლობაზე ისაუბრა


ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ, - განაცხადა კეტრინ ეშტონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 26 ნოემბერს რამდენიმე საათიანი ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. კეთრინ ეშტონი გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული არჩევნები და ის მოხარულია, რომ არჩევნების შემდეგ ასე მალე მიეცა საშუალება საქართველოში ჩამოსულიყო. როგორც ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა. "ჩამოვედი იმისთვის, რომ მიმელოცა საქართველოს პრეზიდენტისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის. ეს შესანიშნავი მიღწევაა", - განაცხადა კეთრინ ეშტონმა. ეშტონის თქმით, მან შეხვედრაზე როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს მოუწოდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის კონსტრუქციული მართვისთვის. მისივე განცხადებით, შეხვედრებზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მოწოდებას, რომ იყოს დაცული დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თავისუფლება.
XS
SM
MD
LG