Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დარჩიაშვილს იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთთან პრინციპულობას გამოიჩენს


საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით დარჩიაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებთან მიმართებით პრინციპულობას გამოიჩენს. "რუსეთი ითხოვდა მისი ინტერესების გათვალისწინებას, მაგრამ არ აკონკრეტებდა რას ნიშნავს ეს ინტერესები”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით დარჩიაშვილმა. დეპუტატის შეფასებით, რეალურად იგრძნობოდა, რომ ინტერესი ნიშნავდა ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ყოფნას რუსეთის დაქვემდებარებაში და ეს მცდელობა უცვლელია. ”ჩვენც ვიყავით დაინტერესებულნი ნორმალური ურთიერთობით ამ უზარმაზარ მეზობელთან, ოღონდ არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
XS
SM
MD
LG