Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში რეფერენდუმს მოსამართლეები უხელმძღვანელებენ


ეგვპიტეში მოსამართლეები დათანხმდნენ უხელმძღვანელონ რეფერენდუმს, რომელიც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესახებ უნდა გაიმართოს. ადმინისტრაციული სახელმწიფო საბჭოს მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღეს და იქვე მოუწოდეს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მომხრეებს შეწყვიტონ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია. კვირას მურსიმ ჯარს უბრძანა „დაიცვას სამთავრობო ინსტიტუტები“, 15 დეკემბერს დანიშნულ რეფერენდუმამდე. მისი ბრძანება სამხედროებს უფლებას აძლევს დააპატიმრონ სამოქალაქო პირები. ამასთან, სამხედროებს უბრძანებენ პოლიციასთან თანამშრობლობას, „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით“. პრეზიდენტის ბრძანების გაცემის ფონია მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც სამშაბათს არის დანიშნული. დაძაბულობის განმუხტვის იმედით, მურსიმ გააუქმა გასულ თვეში მიღებული ბრძანება, რომელიც მას თითქმის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებდა - თუმცა განაცხადა, რომ რეფერენდუმი გეგმის შესაბამისად ჩატარდება.
XS
SM
MD
LG