Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახი კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების თაობაზე მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა


ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების თაობაზე მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ. მისივე თქმით, პროცესი დადებითად წარიმართა და ამჟამად მიმდინარეობს მემორანდუმის დეტალების შეთანხმება. კალაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში გაიმართება ბრიფინგი და მოსახლეობა მოლაპარაკების კონკრეტულ შედეგებს შეიტყობს. მინისტრის განცხადებითვე, მალე გაირკვევა გაზის და სხვა საწვავის ტარიფის საკითხიც.
XS
SM
MD
LG