Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი


თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი. ის, როგორც იუწყებიან, 601 მილიონ ლარს შეადგენს - 39 მილიონით ნაკლებია 2012 წელთან შედარებით. ბიუჯეტის დამტკიცებამდე პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრთა უმეტესობამ. ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისის“ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილის განმარტებით, მისმა გუნდმა ბიუჯეტი კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა და მათი დასკვნით, „ის არის მერის შექმნილი კორუფციული ბიუჯეტი“. ამის გამო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აპირებს, ანალიზის შედეგი წარუდგინოს დამოუკიდებელ აუდიტებსა და პროკურატურას.
XS
SM
MD
LG