Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ შეწყვიტა პაკისტანში პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამა


გაერომ შეწყვიტა პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამა პაკისტანში, ამ პროგრამაში მონაწილეებზე თავდასხმების გამო. ვაქცინაციის შეწყვეტაზე განცხადება ოთხშაბათს გააკეთა გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის პრესმდივანმა, მაიკლ კოულმენმა მას შემდეგ, რაც ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში მდებარე ჩარსადის პროვინციაში მოკლეს ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელი ქალი და მისი მძღოლი. მანამდე ქალაქ ფეშავარში მძიმედ დაჭრეს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე მამაკაცი. მიმდინარე კვირაში, უფრო ადრე, პაკისტანში პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის ექვსი მონაწილე შეეწირა ძალადობას. მკვლელობებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ თალიბანი იმუქრებოდა გაეროს მხარდაჭერით დაწყებული ვაქცინაციის პროგრამის ჩაშლით. ოთხშაბათი უნდა ყოფილიყო პაკისტანში პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამის ბოლო დღე.
XS
SM
MD
LG