Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში გაიმართა გაუპატიურების მსხვერპლის კრემაციის ცერემონია


ინდოეთში გაიმართა გაუპატიურების მსხვერპლი 23 წლის ქალის კრემაციის ცერემონია. მას გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებიც. გვამი ინდოეთში გადაასვენეს სინგაპურიდან, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად. ექიმებმა, მათივე თქმით, ვერ შეძლეს გადაერჩინათ ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული 16 დეკემბერს დელიში, ავტობუსში რამდენიმე მამაკაცის მიერ გაუპატიურებისას. ინდოეთში მწვავე რეაქცია და საპროტესტო აქციები მოჰყვა ამ თავდასხმას - დემონსტრანტები მოითხოვენ ქალების დაცვაზე უკვე ზრუნვას. გაუპატიურებაში სავარაუდო მონაწილე ექვს მამაკაცს შაბათს წაუყენეს მკვლელობის ბრალდება. პოლიციის ცნობით, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG