ინდოეთში 23 წლის ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილებს ოფიციალურ ბრალდებას წაუყენებენ ხუთშაბათს. ხუთ პირია ეჭვმიტანილი გაუპაპტიურებაში, მკვლეობაში და გატაცებაში, რაც სასჯელის უმაღლეს დონეს ითვალიწინებს. პროკურატურა ითხოვს ექსპერტიზას, რათა დადგინდეს მეექვსე ეჭვმიტანილის, სავარაუდოდ 18 წლის, ანუ არასრულწლოვანის ასაკის დადგენას. მსხვერპლი 16 დეკემბერს არაერთხელ გააუპატიურეს ავტობუსში პირებმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ლითონის კეტით. ის შაბათს სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედია იუწყებოდა, რომ მსხვერპლის ავტობუსიდან გადაგდების შემდეგ, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა მასზე გადაევლო. შემთხვევას ფართო საპროტესტო ტალღა მოჰყვა ინდოეთში, სადაც ქალების გაუპატიურების შემთხვევა ხშირია.
ყველაზე პოპულარული
1