Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ჯარისკაცის ფორმიანმა პირმა ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) ცნობით, ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც ავღანელი ჯარისკაცის ფორმიანმა პირმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ინციდენტის დეტალებზე ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ISAF-ის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა გუნტერ კაცმა: „პირს, რომელიც ისროდა და იარაღი მიმართა ავღანეთის ეროვნული არმიისა და ISAF-ის წინააღმდეგ, ესროლეს ინციდენტისას, რომელიც მოხდა ჰაზრათის ბაზაზე, ჰელმანდის პროვინციაში“. ISAF-ის ცნობით, საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ინციდენტი წინ უსწრებს შეერთებული შტატებისა და ავღანეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც პარასკევს ვაშინგტონში გაიმართება.
XS
SM
MD
LG