Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრონული ხელნაწერები


ელექტრონული ენციკლოპედიის პრეზენტაცია
ელექტრონული ენციკლოპედიის პრეზენტაცია
ქართული უძველესი ხელნაწერების ნახვა უკვე ელექტრონულ სივრცეშია შესაძლებელი. ქართული სამწიგნობრო ტრადიციების შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია განთავსდა მისამართზე - www.georgica.ac.ge. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 15 მეცნიერი პროექტზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ენციკლოპედიაში თავმოყრილია თემატური ანბანური საცნობარო ხასიათის სტატიები - სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, სამონასტრო და სამწიგნობრო კერები, საქართველოსა და საზღვარგარეთ დაცული კოლექციები, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, საწერი მასალა, ქართველოლოგები და ა.შ. ხელნაწერთა ელექტრონულ ენციკლოპედიას თან ერთვის შესაბამისი საილუსტრაციო მასალაც.

ქართული ხელნაწერი წიგნების პირველი ელექტრონული ენციკლოპედია 50 წლის განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგს უყრის თავს. ეს არის ერთგვარი საცნობარო ნაშრომი, რომელიც ხელმისაწვდომია და, რაც მთავარია, ადვილად გასაგებია ყველასთვის. ქართული ხელნაწერი წიგნების ელექტრონული ენციკლოპედია საშუალებას იძლევა ხელნაწერებს რამდენიმე რაკურსით შევხედოთ - გავეცნოთ არა მხოლოდ მათ აღწერილობას, არამედ მონაცემებს კალიგრაფების, მხატვრული სკოლების შესახებ, კალიგრაფთა
ვთქვათ, რომელიმე წმინდანის მოძებნა გნებავთ 10 ათას ქართულ ხელნაწერში, ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ მნახველს შეეძლება ერთ წამში იპოვოს ყველა ხელნაწერი, რომელშიც არის, ვთქვათ, გიორგი კაბადოკიელის წამება ან ნებისმიერი ჰაგიოგრაფიული წმინდანისა...
ესმა მანია

ოჯახების შესახებ, სამწიგნობრო სკოლების, ასევე საწერი მასალის შესახებ, ამბობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, გრანტის მენეჯერი ესმა მანია. მისი სიტყვებით, ელექტრონული პორტალის შექმნამ, რომლის მისამართიცაა www.georgica.ac.ge, წარმოუდგენელი შრომა მოითხოვა. ამ დროისთვის პორტალზე 1500 ქართულენოვანი და 300 ინგლისურენოვანი სტატია დევს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაცული ქართული უძველესი ხელნაწერების შესახებ. საიტზე მარტივი საძიებო სისტემის საშუალებით იოლად მოძებნით სასურველ ინფორმაციას:

”ვთქვათ, რომელიმე წმინდანის მოძებნა გნებავთ 10 ათას ქართულ ხელნაწერში, ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ მნახველს შეეძლება ერთ წამში იპოვოს ყველა ხელნაწერი, რომელშიც არის, ვთქვათ, გიორგი კაბადოკიელის წამება ან ნებისმიერი ჰაგიოგრაფიული წმინდანისა”.

ხელნაწერთა ელექტრონული ენციკლოპედია დიდ ბლოკებად და ქვებლოკებადაა დაყოფილი. ესმა მანია გვიხსნის, თუ რა ინფორმაციას იტევს ქართული ხელნაწერი წიგნის ელექტრონული პორტალი:

”მწერლობა, საისტორიო მწერლობა, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, ხელნაწერთა კოლექციები, საწერი მასალა, ქართველოლოგები... და თითოეული შეიცავს ძალიან დაწვრილებულ ინფორმაციას. აი, მაგალითად, სასულიერო მწერლობა აერთიანებს რვა დარგს - ბიბლიოლოგია, ჰომილეტიკა, ნათარგმნი და ორიგინალური ჰაგიოგრაფია, დოგმატიკა, კანონიკა, ლიტურგიკა... აი, ასეთი წვრილი ბლოკები..."
რედაქტირება მხოლოდ და მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საიტი დაემსგავსება ვიკიპედიას, რომელიც შინაარსის სისწორეზე არ აგებს პასუხს...
დავით მაისურაძე


მაგალითად, თუ ვინმეს დააინტერესებს რომელიმე ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შესახებ ინფორმაცია, თუნდაც წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი რომ განვიხილოთ, ცალკეა მოტანილი მოხატულობის შესახებ ინფორმაცია, მისი წარმომავლობის, მისი კალიგრაფების შესახებ ცნობები. ამას გარდა, ენციკლოპედიაში საუბარია ხელნაწერისთვის საწერი მასალის დამუშავების და იმ მელნის შესახებაც, რომლითაც ხელნაწერი შესრულდა.

”რა შემადგენლობა ჰქონდა ოქროს მელანს, როგორ იქმნებოდა ოქროს მელნის ფირფიტები, რა სტრუქტურა ჰქონდა სინგურს, რომელიც წითელ ფერს ქმნიდა, ჟანგაროს, რომელიც მწვანე ფერს ქმნიდა, საიდან მოდიოდა ყირმიზი, ე.წ. სპარსული ფერის საღებავი, რა ორგანული მასალა გამოიყენებოდა, - საერთოდ, ძალიან ბუნებრივი, მხოლოდ ორგანული მასალა გამოიყენებოდა, - როგორ მზადდებოდა ეტრატი საწერ მასალად; ცხვარს და ხბოს რომ დაკლავდნენ, მისი ტყავი ფურცლის კონდიციამდე როგორ მიდიოდა, როგორ მზადდებოდა მელანი; რა მინაწერებს აკეთებდნენ გადამწერები და კალიგრაფები, როგორ იღლებოდნენ, როგორ ეღვრებოდათ მელანი, როგორ ფიქრობდნენ სხვა სივრცეზე და სხვა სამყაროზე წერის დროს... და უამრავი სხვა დეტალია თავმოყრილი”, - ჰყვება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ესმა მანია.

როგორც ქართული ხელნაწერების ელექტრონული ენციკლოპედიის შემქმნელი დავით მაისურაძე ამბობს, მომავალში საიტს კიდევ დაემატება ინფორმაცია ხელნაწერების შესახებ, თუმცა ტექსტების რედაქტირება მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ, რათა ტექსტის სისწორე გარანტირებული იყოს:

”რედაქტირება მხოლოდ და მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საიტი დაემსგავსება ვიკიპედიას, რომელიც შინაარსის სისწორეზე არ აგებს პასუხს”.
ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეცნიერებისთვის. ეს ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანასა და კულტურაზე; განსაკუთრებით ეს ძალიან კარგია ახალგაზრდა თაობისთვის...
დავით ზურაბიშვილი


ქართული ხელნაწერი წიგნების ელექტრონული ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე მისულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ენციკლოპედიით აუცილებლად ისარგებლებენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ უმაღლესი და საშუალო სკოლების პედაგოგები, ასევე სტუდენტები და მოსწავლეები, რადგან ეს არის საარქივო ფონდებში დაცული მასალის ნახვისა და შესწავლის უმარტივესი საშუალება:

”ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეცნიერებისთვის. ეს ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანასა და კულტურაზე; განსაკუთრებით ეს ძალიან კარგია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ ასე, მაუსს ერთს დააწკაპუნებ, როგორც იტყვიან, და ნახავ რაღაცას, გადახვალ, დაინტერესდები და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს და ეს გვქონია, ძალიან ბევრი რამ ყოფილა გაკეთებული, ადრეც უწერია ხალხს, უმუშავია... და ეს ძალიან კარგია, ეს ის ინფორმაციაა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან სჭირდება ჩვენს დღევანდელ ქვეყანას”.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა ქართული ხელნაწერი წიგნის ელექტრონული ენციკლოპედიის მომავალს ელექტრონული ბიბლიოთეკის მსგავსად ხედავს და ამბობს, რომ დღეს ისევე აუცილებელია ხელნაწერთა ელექტრონული სისტემატიზაცია, როგორც აუცილებელია ელექტრონული ბიბლიოგრაფიები სასურველი წიგნის მოსაძებნად აუარებელ გამოცემებს შორის. ამასთან, ბუბა კუდავას სიტყვებით, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ხელნაწერთა ელექტრონული ენციკლოპედია ბეჭდური სახითაც გამოიცეს:
ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

”ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ხანდახან რამდენიმე ათეულ თხზულებას და თითოეული თხზულება არის ათეული ან ასეული გვერდით წარმოდგენილი, თითოეულ გვერდში და თხზულებაში არის უამრავი ტერმინი და სიტყვები, უამრავი ძველი ფორმა, მოიხსენიებიან ისტორიული პირები, ხან ტექსტში, ხან მინდვრებზე მინაწერების სახით, ეს არის უკიდეგანო ინფორმაცია და ეს ინფორმაცია, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, აუცილებლად უნდა დაიწუროს და სხვადასხვა გზით მიეწოდოს საზოგადოებას, თორემ ჩაიკარგება ამ უზღვავ მასალაში”.

მათ კი, ვისაც ქართული ხელნაწერების ახლოდან ნახვა სურს, სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის საარქივო საცავებში მივიდეს: ელექტრონულ მისამართზე www.georgica.ac.ge ერთად თავმოყრილი დახვდება არა მარტო თავად ხელნაწერების ილუსტრაციები, არამედ ყველაფერი, რაც ამ ხელნაწერს უკავშირდება, მისი ავტორით დაწყებული, შინაარსით, მელნით, ფურცლით, ისტორიული გმირებითა და კალიგრაფებით დამთავრებული.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG