საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი სამინისტრო არ დაუშვებს საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას. ეს განცხადება ღარიბაშვილმა გააკეთა თბილისში, სამების საკათედრო ტაძართან, სადაც კვირას ჩატარდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება, მიძღვნილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 35-ე და დაბადების მე-80 წლისთავისადმი. წირვას ესწრებოდნენ 15 ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, მათ შორის ხუთი ქვეყნის პატრიარქები.
შსს-ს მინისტრი აცხადებს, რომ არ დაუშვებენ საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას
ყველაზე პოპულარული
1