ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და საამისოდ ორივე მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს - ამის შესახებ, როგორც სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ერევანში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლოს შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მისი მოსაზრება ყარაბაღის საკითხზე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს გადასცა. ამავე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამოწურული უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადების დამახინჯებული ფორმით გავრცელების საკითხს. ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მასმედიით ინფორმაციის არასწორად გავრცელებაზე სწრაფი რეაგირების და სიტუაციის განმარტებისთვის ოფიციალურ თბილისს მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ტიგრან სარქისიანმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხისადმი გაწონასწორებული დამოკიდებულების გამო.
ყველაზე პოპულარული
1