Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მთავრობის დელეგაცია შეხვდა გავლენიან სასულიერო პირს


პაკისტანის მთავრობის დელეგაციამ დაიწყო მოლაპარაკება გავლენიან სასულიერო პირთან, მუჰამად ტაჰირ-ულ-ყადრისთან, რომლის ორგანიზებითაც ამ კვირაში ჩატარდა რამდენიმე ანტისამთავრობო დემონსტრაცია. ყადრიმ ისლამაბადში, ათასობით მომხრის წინაშე გამოსვლისას მოითხოვა მთავრობასთან შეხვედრა. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის ცნობით, მოლაპარაკებაზე მივიდნენ მმართველ კოალიციაში შემავალი ოთხი პარტიის წარმომადგენლები. ყადრის ორგანიზებით, პაკისტანში ორშაბათიდან იმართება საპროტესტო აქციები, დემოკრატიზაციისა და ანტიკორუფციული რეფორმების მოთხოვნით. ყადრი, რომელიც ბოლოხანს დაბრუნდა სამშობლოში, კანადაში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, უარყოფს მედიაში გამოთქმულ ვარაუდს, რომ მას მხარს უჭერენ პაკისტანში უაღრესად გავლენიანი სამხედრო ძალები.
XS
SM
MD
LG