Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში გამტაცებლები კვლავაც ალყაშემორტყმულნი არიან


ალჟირის უსაფრთხოების ძალებს მეოთხე დღეა ალყაში ჰყავთ ალ ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტები, რომლებსაც ლიბიის საზღვართან მდებარე გაზის მომპოვებელი საწარმოში მძევლები ჰყავთ აყვანილი. სამთავრობო ძალებმა აღადგინეს კონტროლი საწარმოს ბევრ ობიექტზე, მაგრამ ექსტრემისტები კვლავ არიან ზოგიერთ შენობაში გამაგრებულნი. ოფოციალური ინფორმაციით, 17 იანვარს მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დროს 12 ალჟირელი და უცხოელი მუშა დაიღუპა. ალჟირის მედია იტყობინება, რომ მოკლულია 18 გამტაცებელიც. თავის მხრივ ექსტრემისტები ავრცელებენ ინფორმაციას 35 მძევლის დაღუპვის თაობაზე. ვაშინგტონმა და პარიზმა დაადასტურეს, რომ დაღუპულ მძევალთა შორის ერთი ამერიკელი და ერთი ფრანგია. სულ გამტაცებლებს აყვანილი ჰყავთ 30 მძევალი, რომელთა შორის სავარაუდოდ სხვა ამერიკელი მოქალაქეებიც არიან.
XS
SM
MD
LG