Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა „მაესტრო“ დატოვა


ტელეკომპანია „მაესტროს“ წამყვანმა შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ ამოწურა საკუთარი თავი და ტოვებს ტელეკომპანიას, სადაც მას რამდენიმე საავტორო გადაცემა და თოქშოუ მიჰყავდა. ამის შესახებ რამიშვილმა საკუთარ საავტორო პროგრამა „სუბიექტურ აზრში“ ისაუბრა და დაემშვიდობა მაყურებელს. თუმცა სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალისტს არაფერი უთქვამს. შალვა რამიშვილი ცნობილია, როგორც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკოსი. რამიშვილი 2005 წელს დააპატიმრეს, ყოფილი დეპუტატის კობა ბექაურისაგან დიდი რაოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას შანტაჟი მოუწყვეს.
XS
SM
MD
LG