Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი. ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულდება ოფიციალური სადილით, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართავს.
XS
SM
MD
LG