Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანს ისლამისტების ლიდერს


ბანგლადეშში სიკვდილი მიუსაჯეს უდიდესი ისლამისტური პარტიის ლიდერს, დელავარ ჰოსაინ საიდის, რომელიც სამხედრო ტრიბუნალმა დამნაშავედ სცნო 1971 წელს, პაკისტანისაგან დამოუკიდებლობისათვის ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში. ტრიბუნალმა დადგენილად მიიჩნია, რომ დელავარ ჰოსაინ საიდი, რომელიც ოპოზიციურ პარტია "ჯამაათ-ე ისლამის" ვიცე-პრეზიდენტია, მონაწილეობდა მკვლელობებში, ძარცვაში, გაუპატურებებსა და ინდუისტების იძულებით ისლამიზაციაში. ბანგლადეშში ათასობით დემონსტრანტი მიესალმა ტრიბუნალის ვერდიქტს, რომელსაც ამავე დროს ისლამისტების მომხრეთა პროტესტი მოჰყვა. სამხედრო ტრიბუნალი 2010 წელს შეიქმნა და ევალება, გამოიძიოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც, მთავრობის განცხადებით, სამ მილიონამდე ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG