Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე პროვოკაციას დაგეგმავს, მკაცრად დაისჯება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შემაშფოთებელი და არასახელმწიფოებრივი უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. ”ისეთი განცდა მრჩება, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მას სურს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ჯავახეთში, ან საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში პრობლემა არ არსებობს, ხელისუფლება სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს და საქართველოს სტაბილურობას ვერაფერი შეაფერხებს. ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატიზმის საფრთხეს ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვითარება ყველგან სტაბილურია და თუ ვინმე პროვოკაციას დაგეგმავს, მკაცრად დაისჯება.
XS
SM
MD
LG