აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ დირექტორად დაამტკიცა ჯონ ბრენანი. კენჭისყრას წინ უძღოდა პროტესტი რესპუბლიკელებისა, რომლებიც კანდიდატურის დამტკიცებამდე მოითხოვდნენ პასუხებს შეკითხვებზე აშშ-ის ტერიტორიაზე ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების შესახებ. ბრენანმა, რომელიც თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა ნოემბერში გადამდგარი დევიდ პეტრეუსი.
ყველაზე პოპულარული
1