Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა სამინისტრო: დევნილებს ჩვენი ნებართვის გარეშე ვერ გამოასახლებენ


დევნილი ოჯახის გამოსახლებისთვის საჭიროა სამინისტროს ნებართვა და თუ მსგავსი ნებართვა არ არსებობს, მას ვერავინ გამოასახლებს - განაცხადა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა გულუამ. ამ განცხადებით ის კრწანისის გამგებლის დევნილ გულბანების ოჯახში ვიზიტს გამოეხმაურა. გამგებელი აფხაზეთიდან დევნილ გულბანების ოჯახს ესტუმრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ოჯახი უახლოეს დღეებში უნდა გამოასახლონ და რომ გამგეობამ დევნილთა სამინისტროს თხოვნით მიმართა ადგილზე გაცნობოდნენ ამ დევნილი ოჯახის მდგომარეობას, თუმცა, სამინისტრო არ დაინტერესდა. ეკა გულუა კი აცხადებს, რომ გამგებელმა აღნიშნული ოჯახის პრობლემის შესახებ დღეს პირველად გაიგო, სამინისტრო კი აქტიურად მუშაობს პრობლემის მოგვარებაში.
XS
SM
MD
LG