Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდის გამო


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი აცხადებს, რომ „კვლავაც ღრმად შეშფოთებული რჩება კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის გამო“. მისი განცხადების ფონია ჩრდილოეთი კორეის მიერ გამოთქმული გაფრთხილება - რომ მომავალი ოთხშაბათის შემდეგ ის დიპლომატების უსაფრთხოების გარანტიას ვერ გასცემს. ფხენიანმა საელჩოებს მიმართა იფიქრონ თანამშრომლების ქვეყნიდან გაყვანის შესახებ. პარასკევს სამხრეთ კორეის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა მობილურ სატყორცნ აპარატზე განათავსა და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე დამალა. ეს ნაბიჯი პოტენციურად საფრთხეს უქმნის იაპონიას, ან აშშ-ის სამხედრო ბაზებს. ეს ცნობა სხვა წყაროებით არ დადასტურებულა, თუმცა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეი კარნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარსულში ქცევის გათვალისწინებით, აშშ-ს „არ გაუკვირდება“ ჩრდილოეთმა კორეამ კიდევ ერთი რაკეტა რომ გამოსცადოს.
XS
SM
MD
LG