Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლიდერი შეშფოთებულია კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამწვავებით


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამწვავების გამო. ის შიშობს, რომ მცირე ინციდენტმაც კი შეიძლება მოახდინოს „გაუკონტროლებელი ვითარების“ პროვოცირება. ბან კი მუნის ეს შეფასება, რომელიც მან სამშაბათს რომში გამოთქვა, მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის მოწოდებას სამხრეთ კორეაში მყოფი უცხოელებისადმი, დატოვონ ეს ქვეყანა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ომის შემთხვევაში, ფხენიანს არ სურს, რომ სამხრეთ კორეაში მცხოვრები უცხოელები დაზარალდნენ. გასულ კვირაში ჩრდილოეთმა კორეამ საშუალო რადიუსში მოქმედი, სულ ცოტა, ერთი რაკეტა განათავსა თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ასევე გასულ კვირაში ფხენიანმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს ჩრდილოეთ კორეაში უცხოეთის საელჩოების თანამშრომლების უსაფრთხოებას და მათ ევაკუაციას ურჩევს. ფხენიანის მუქარის საპასუხოდ, იაპონიამ დღეს ტოკიოს გარშემო განათავსა "პეტრიოტის" ტიპის გადამტაცი რაკეტები.
XS
SM
MD
LG